მამუკა მდინარაძე: 9 აპრილი ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასა და თავისუფლებასთან
“9 აპრილი საქართველოში ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასა და თავისუფლებასთან და ეს არის ის მაგალითი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 1989 წლის 9 აპრილის შეფასებისას განაცხადა.
„თარიღი 9 აპრილი საქართველოში ასოცირდებოდა 1989 წლიდან, დღეს ასოცირდება და ყოველთვის ასე იქნება – გმირობასთან, თავგანწირვასა და თავისუფლებასთან, მაგალითთან, რომელზედაც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივით გავიხსენებ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. ისინი დიდი პატივით შეგვიძლია, ყოველთვის გავიხსენოთ, ასევე, როგორც მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, როგორ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.