გორში უცნობმა პირებმა სასურსათო მაღაზია გაძარცვეს. როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, კრიმინალური ფაქტი “კომენდანტის საათის” ამოქმედებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა და ქურდებმა მაღაზიიდან სხვადასხვა სახეობის პროდუქტი წაიღეს.
ამ ეტაპზე, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.