მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კინოფესტივალი ,,თაობა” ევროპული კინოაკადემიის ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს შეუერთდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კინოფესტივალი ,,თაობა” ევროპული კინოაკადემიის ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს შეუერთდა.

3 სრულმეტრაჟიანი ფილმი, 32 ქვეყანა და ათასობით ახალგაზრდა – საქართველოში მცხოვრებ 12-14 წლის ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს ღონისძიებაში საქართველოს სახელით მიიღოთ მონაწილეობა.

შერჩეული ახალგაზრდები 23-25 აპრილს სპეციალურად მათთვის შერჩეულ სრულმეტრაჟიან ფილმს ნახავენ Festival Scope პლატფორმის მეშვეობით, ხოლო 26 აპრილს მონაწილეობას მიიღებენ ონლაინდისკუსიაში და საუკეთესო ფილმს მისცემენ ხმას.

ფილმების ჩვენება, დისკუსია და ხმის მიცემა დისტანციურ რეჟიმში მოხდება.

აუცილებელია ყველა ფილმის ნახვა.
აუცილებელი აინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.

ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულზე: https://yaa.europeanfilmawards.eu

მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ ფესტივალის Facebook გვერდზე ან მეილზე taobaff@gmail.com
https://www.facebook.com/TaobaYouth

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები