„ქართული ოცნებისა” და არჩილ თალაკვაძის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პროდუქტების მარაგი გადაეცათ

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო პროგრამა ხორციელდება. ინიციატივაში კერძო სექტორიც მონაწილეობს.

ამჯერად, კომპანია „შილდასა” და ფონდ „ქართული გალობის” მხარდაჭერით, პროდუქტების მარაგი 200 ოჯახს გადაეცა.

პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძემ, ორგანიზაციის წევრებმა და ბიუროს ხელმძღვანელმა – ლაშა ჭელიძემ ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და მათ ძირითადი პროდუქტები სახლებში მიუტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები