“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მყოფ 25 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”
“ამჟამად, კლინიკაში 57 პაციენტი იმყოფება. ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 25 ნიმუშიდან ახალი კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა”, – ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა.
„ამჟამად, კლინიკაში 57 პაციენტი იმყოფება. გუშინ 25 კვლევა გაიგზავნა და ყველა მათგანი უარყოფითია. პაციენტები სპეციალიზებულ, მრავალპროფილურ კლინიკებში გადანაწილდებიან. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რომელიც ფილტვების ანთებით არის კლინიკაში შემოყვანილი, თუმცა კოვიდ უარყოფითია. მას სხვა კლინიკაში გადაიყვანენ. ამ პაციენტთან მიმართებით უმძიმესი მდგომარეობაა. 25 პაციენტიდან 10 უკვე გაწერილია, დანარჩენი კი გაეწერება. დამატებით 15 პაციენტს მივიღებთ და ყველასთან კვლევა ჩატარდება. კლინიკაში, ამ წუთის მონაცემებით, დიაგნოსტირებული ინფიცირებული არცერთი პაციენტი წევს“, – განაცხადა ბექაიამ.