“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რომელიც ფილტვების ანთებით არის კლინიკაში შემოყვანილი, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებული არ არის”

“კლინიკაში მოთავსებული 57 პაციენტიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც ფილტვების ანთება აღენიშნება, თუმცა აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსი არ უდასტურდება”, – ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 25 ნიმუშიდან ახალი კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.

„ამჟამად, კლინიკაში 57 პაციენტი იმყოფება. გუშინ 25 კვლევა გაიგზავნა და ყველა მათგანი უარყოფითია. პაციენტები სპეციალიზირებულ, მრავალპროფილურ კლინიკებში გადანაწილდებიან. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რომელიც ფილტვების ანთებით არის კლინიკაში შემოყვანილი, თუმცა კოვიდ უარყოფითია. მას სხვა კლინიკაში გადაიყვანენ. ამ პაციენტთან მიმართებით უმძიმესი მდგომარეობაა. 25 პაციენტიდან 10 უკვე გაწერილია, დანარჩენი კი გაეწერება. დამატებით 15 პაციენტს მივიღებთ და ყველასთან კვლევა ჩატარდება. კლინიკაში, ამ წუთის მონაცემებით, დიაგნოსტირებული ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ წევს“, – განაცხადა ბექაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები