კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
გურიაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ოზერგეთის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა ცენტრალური ქუჩები, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები. ქუჩები წყლის ჭავლით მოირეცხა.
სამუშაოების მიმდინარეობას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გურიის რეგიონში ვაგრძელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს. დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა ოზურგეთის ქუჩებს, სამუშაოები ლანჩხუთსა და ჩოხატაურშიც ჩატარდება, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. რეგიონში დეზინფექცია მრავალბინიან სახლებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებს, ღია სივრცეებსა და სხვადასხვა დაწესებულებას ჩაუტარდა“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
სამუშაოები ოზურგეთის ა.(ა).ი.პ. “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა” და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.