ზურაბ ლალაზაშვილი: მივესალმები იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ფიქრი პოსტკრიზისულ პერიოდზე

“პრემიერმინისტრსა და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან პირველი შეხვედრა შედგა ელექტრონულ ფორმატში, სადაც საუბრის თემა პოსტკრიზისული პერიოდი იყო – რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან”, – ამის შესახებ BDO საქართველოს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრისა და ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
​როგორც ზურაბ ლალაზაშვილმა აღნიშნა, კარგია, რომ ხელისუფლება ფიქრობს არა დამოუკიდებლად, არამედ – საზოგადოების ჩართულობით.
„პრემიერმინისტრსა და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან დღეს, პირველი შეხვედრა შედგა ელექტრონულ ფორმატში და საუბრის თემა იყო პოსტკრიზისული პერიოდი,  რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან.  ეს იყო ისეთი ფორმატის შეხვედრა, რომ შეიქმნას პლატფორმა, სადაც მოხდება მსჯელობა აღნიშნულ თემებზე. მივესალმები იმას, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ფიქრი პოსტკრიზისულ პერიოდზე, ვინაიდან ეს აუცილებელია“, – განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები