იტალიაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა
იტალიაში, ტოსკანას რეგიონთან ახლოს საავტომობილო ხიდის 6-მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე 2 მცირე ზომის სატვირთო მანქანა გადადიოდა.
ინციდენტის შედეგად 2 მძღოლი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უცნობია ხიდის ჩანგრევის მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გენუაში მორანდის ხიდის ჩანგრევის შედეგად 43 ადამიანია დაიღუპა.