მოძრაობა „შენმოქმედმა”, პროექტ „ჩართესთან” პარტნიორობით, წალკაში სოციალურად დაუცველ 20 უფროსკლასელს ლეპტოპები გადასცა

„20 ლეპტოპი – 20 უფროსკლასელს”, – სოციალურ ქსელში ქვეყნდება ინფორმაცია, რომ სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის ინიციატივის ფარგლებში სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედმა”, პროექტ Charte • „ჩართესთან” პარტნიორობით, წალკის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 20 უფროსკლასელს ლეპტოპები გადასცა და ინტერნეტთან წვდომა მისცა.

ინფორმაციის თანახმად, სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის” ერთ-ერთი ინიციატივაა კომპიუტერი და ინტერნეტი ყველა ოჯახს ჰქონდეს.

„ინიციატივის ფარგლებში, „შენმოქმედი” და „ჩართე” ერთი მიზნით გაერთიანდნენ – დაეხმარონ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვთ და ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესში დისტანციურად ჩართვას.

გაიგე მეტი პროექტ „ჩართეზე” და ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს თუნდაც 1 ლარად, რამდენიმე დაწკაპუნებაში აქ: https://charte.ge/

„შენმოქმედში” ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესს, არასამთავრობო, საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები