ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში, ამ ეტაპზე, 3500 საწოლია მობილიზებული, კლინიკების მზაობა ყოველდღიურად მოწმდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე 3500 საწოლია მობილიზებული, რაც, მისივე განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად შეძლებს.
„კლინიკების მზაობა ყოველდღიურად მოწმდება, რათა არ იყოს პიკურ პერიოდში გარკვეული რყევები ჰოსპიტლებში და ყველა ექიმი, ასევე, ექთანი, იყოს მობილიზებული და სრულად აღჭურვილი. ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 3500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით შემთხვევის მიღებას ერთი თვის განმავლობაში შეუფერხებლად შევძლებთ.
იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს, დამატებით შეგვიძლია, საკარანტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში. საერთო ჯამი არის, დაახლოებით, 10 ათას პაციენტამდე, რაც შეიძლება, ჩვენ გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის განმავლობაში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.