ლევან რატიანი: შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული, ამიტომ სოციალური დისტანცირების დაცვა უმნიშვნელოვანესია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით კორონავირუსის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია სოციალური დისტანცირების დაცვა.
მისივე თქმით, ინფექციასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობას.
“თუ მოგვიწია ამ ვირუსით ინფიცირება, 80% შემთხვევაში შესაძლებელია ინფიცირებულმა პაციენტებმა ასიმპტომურად გადავიტანოთ. რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ვიყოთ ინფექციის მიმღები და გამავრცელებლები, ამიტომ არის მოწოდებული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური დისტანცირება. ახლა მეც ვარღვევ კანონს, რომ თქვენთან სოციალური დისტანცირება არ მაქვს. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ხვალიდან ინტერვიუები განსხვავებული წესით მოგაწოდოთ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს დადო სამყაროს გამოცდილება, რომ 80 პროცენტი ადამიანების შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული. ასეთი ადამიანები ყველაზე საშიშია საზოგადოებისთვის. რაც შეეხება 20 პროცენტს, მათგან 17 პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარიზაცია თერაპიის განყოფილებაში საშუალო და მსუბუქი ფორმით. სამ პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დაავადების გამოსავალში დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და ყველა ვიყოთ კარგ განწყობაზე”, – განაცხადა რატიანმა.