“პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი ორსულის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება, დღის მეორე ნახევარზე გვეცოდინება კორონავირუსზე პასუხი”
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 53 პაციენტი მკურნალობს.
რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“ამ ეტაპზე, კლინიკაში 71 პაციენტი გვყავს, 53 დადასტურებული შემთხვევაა. დანარჩენი პაციენტები ელოდებიან პასუხს. გუშინ ჩვენს კლინიკაში მასობრივად ჩატარდა მედპერსონალის კვლევა პისიარ მეთოდით, საბედნიეროდ, ჩვენს არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ჩვენი კლინიკიდან კორონავირუსის გარეშე ეწერება ორი პაციენტი. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპამდე დადებითი დინიმიკითაა შენარჩუნებული. რამდენიმე პაციენტთან დაკავშირებით დღეს იგზავნება პირველ ეტაპზე ტესტები, პროტოკოლის მიხედვით, ხვალ განმეორდება. თუ მოვიდა დადებითი პასუხი, ისინი რამდენიმე დღეში აუცილებლად დატოვებენ კლინიკას. პაციენტი, რომელიც არის 42 წლის, მისი მდგომარეობა, მეტნაკლებად, სტაბილურია. 24 კვირის ორსულთან გავიდა 14 დღე, ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი. 8 კვირის ორსული ქალისა და მისი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფიზიოლოგიურ პარამეტრებს შეესაბამება. რაც შეეხება ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობას – ბიჭთან არანაირი უარყოფითი კლინიკა არ შეინიშნება, არის აბსოლუტურად ჯანმრთელი”, – განაცხადა რატიანმა.