უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 206-ით გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 206-ით გაიზარდა და, ჯამურად, 1668 შეადგინა, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ვირუსს სულ 52 პაციენტი ემსხვერპლა, 35 კი გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მეტი ინფიცირებულია ჩერნოვიცკის ოლქში- 273, კიევში – 256; ივანოვო-ფრანკოვსკში – 198 და ტერნოპილის ოლქში – 168.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, ახალ ინფიცირებულთა შორის 3 ბავშვი და მედიკოსებიც არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები