ბათუმის კლინიკაში Covid-19 კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მას მკურნალობის შედეგად კორონავირუსის სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა.

პაციენტს ჩაუტარდა ორი გამოკვლევა, რამაც აჩვენა რომ პაციენტი განკურნებულია. იგი ბინაზე გაწერის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, თვითიზოლაციაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში კორონავირუსისგან, ჯამურად, 5 პაციენტი განიკურნა. ამ ეტაპზე, ბათუმის “მედალფას“ კლინიკაში 9 პაციენტი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები