ქუთაისში ე.წ კომენდანტის საათის დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს
ქუთაისში ე.წ კომენდანტის საათის დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. ქურდობა მაშინ მოხდა, როცა სპეციალური საშვის მქონე ადამიანების გარდა ქუჩაში გადაადგილება ყველას შეზღუდული აქვს.
არსებული ინფორმაციით, ქურდობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები უკვე ამოღებულია.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, იდენტიფიცირებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.