დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები StopCoV ფონდში საკუთარი ხელფასის 10%-ს გადარიცხავენ

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო უერთდება „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას  და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ​ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ StopCoV ფონდში თანამშრომლები საკუთარი ხელფასის 10%-ს გადარიცხავენ.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“ვითვალისწინებთ რა კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას, სადაც მრავალი ჩვენი თანამოქალაქე  შემოსავლის გარეშე დარჩა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად ვიღებთ  გადაწყვეტილებას და მზად ვართ ასეთი ადამიანებისათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად საკუთარი ხელფასის 10 % გადავრიცხოთ შექმნილ ფონდში. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ  ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და რომ სოლიდარობა ჩვენი პასუხისმგებლობაა”,- აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები