კახეთში ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტები მხარის რწმუნებულმა მოინახულა

კახეთის რეგიონში ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტები დღეიდან ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან, ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მობილიზდნენ.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოწმდება ყველა მოქალაქე თერმოსკრინინგით და, ასევე, კონტროლდება ავტოტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა.
ახალ ლოკაციებზე გამშვები პუნქტები  კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მოინახულა. ირაკლი ქადაგიშვილმა ვითარებას ადგილზე გაეცნობის შემდეგ აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციების დარღვევა ამ დროისთვის არ ფიქსირდება.

“საკონტროლო პუნქტებში, რომლებიც 31 მარტს თელავის ოთხ ადგილზე მოეწყო, მხოლოდ კახეთში მცხოვრები მოქალაქეების 20% -ის კონტროლი ხდებოდა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ორი პუნქტი განლაგებულიყო ცენტრალურ მაგისტრალებზე”, -განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამ დრომდე, საკონტროლო-გამშვები პუნქტები თელავის მუნიციპალიტეტის 4 ლოკაციაზე იყო განთავსებული. კახეთის რეგიონის მასშტაბით მოქალაქეთა შემოწმება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ცენტრალურ საოპერაციო შტაბს მიმართა, უსაფრთხოებისთვის გაკონტროლებულიყო არა მხოლოდ თელავში, არამედ – რეგიონში შემომსვლელი და გამსვლელი გამსვლელი პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები