ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაცინეტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ანაკლიის საკარანტინე ზონიდან გადაყვანილ სამ პაციენტს კოვიდ19 არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტები კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის პირველადი კონტაქტია. სამივე მათგანი ანაკლიაში დააბრუნეს, სადაც კარანტინის პერიოდს გაივლიან.
ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, ორი პაციენტი მკურნალობს. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი თბილისში დაუდგინდა, 27-28 მარტს სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. რეგიონში მისი კონტაქტების ნაწილი მოძიებულია და ისინი ანაკლიის საკარანტინე სივრცეებში არიან მოთავსებული.