საგვიჩიოში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს ადგილობრივმა მეწარმემ საჩუქარი გადასცა

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ოცი ოჯახისთვის საკვები პროდუქტები ადგილობრივმა მეწარმემ – ტარიელ გულორდავამ შეიძინა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, თითოეულ ოჯახს 80-80 ლარის ღირებულის პროდუქტების პაკეტი ტარიელ გულორდავამ, მერმა – გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ – მახარე ჩოკორაიამ მიუტანეს.
“მეწარმემ, დახმარება ასევე საბავშვო ბაღს და სკოლას გაუწია. მათ 100-100 ლარი გადასცა.
მერმა მადლობა გადაუხადა მეწარმეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისთვის”, – ნათქვამია ხობის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები