ლევან რატიანი: კლინიკაში მყოფი ორი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი ორი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი, სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ ეტაპამდე, სტაბილურია.
“ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 23-ე კვირაშია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ასევე სტაბილურია ნაყოფის მდგომარეობაც. ბოლო 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება 8 კვირის ორსულს, 19 წლის ქალბატონს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურად ფასდება.
დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება, ჩვენს კლინიკაშია არის 13 წლის ბავშვი, მხოლოდ და მხოლოდ გამოხატულია ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენების კლინიკური სურათი, ამ ეტაპამდე არანაირი დამძიმების კლინიკური ნიშნები არ ვლინდება.
რაც შეეხება სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩატარებული მკურნალობის შედეგად ამ ეტაპამდე, რომლებიც წვანან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მათი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება”,- განაცხადა რატიანმა.