ლევან რატიანი: ამ ეტაპზე კლინიკაში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ერთი პაციენტი რჩება, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

“კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, გემოდინამიკის და პოლიორგანული უკმარისობით”,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ რჩება ერთი პაციენტი უკიდურესად მძიმე, გემოდინამიკის და პოლიორგანული უკმარისობით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, მაგრამ ნარჩუნდება ვიტალური ფუნქციები,“- განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 170-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები