ის ადამიანები, ვისაც სამეგრელოში სტუმრად მყოფ ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინში გადაიყვანეს (ვიდეო)

ის ადამიანები, ვისთანაც სამეგრელოში ყოფნის დროს კორონავირუსის მატარებელ სპორტსმენ მამაკაცს პირველადი უშუალო კავშირი ჰქონდა, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

ეპიდემიოლოგებმა პირველადი კონტაქტის მქონე 23 პიროვნება გამოიკვლიეს. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებმა საკარანტინო ზონაში მოათავსეს.

კარანტინში მოთავსებულთა რიგებში არიან ორსული ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები. საკარანტინო სივრცეში მოთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები გააკონტროლებენ. პირები, ვისთანაც ინფიცირებულს უშუალო კავშირი არ ჰქონია, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში რჩებიან, მათ მედიკოსები დააკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ 27-29 მარტს სამეგრელოში სტუმრად მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა.

ცნობისთვის,  ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 162 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 36, გარდაცვლილია 1, კარანტინის რეჟიმში – 5067, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი რჩება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები