დიმიტრი ხუნდაძე: კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების მთავარი იარაღი ფიზიკური დაშორებაა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნულ თემაზე საუბრისას განაცხადა, კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების მთავარი იარაღი ფიზიკური დაშორებაა.
„ამ ბრძოლაში გამარჯვების მთავარი იარაღი არის ფიზიკური დაშორება და ჰიგიენური წესების დაცვა. ეს ყველგან გასაკეთებელია, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. გავითვალისწინოთ ის, რომ სულიერ სიჯანმრთელეს ასევე დავურთოთ და არ ჩამოვაშოროთ ფიზიკური სიჯანმრთელე“, – განაცხადა ხუნდაძემ.