“თეთრიწყაროში სურსათის მარაგის პრობლემა არ არის , ფასები არაფერზე გაზრდილა”

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მოადგილე ბერდია ხვისტანთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ სუპერმარკეტებში სასურსათო მარაგის რაოდენობას და პროდუქტის ლიმიტების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
მერმა ასევე სოფელ ჯორჯიაშვილში ადგილობრივი მეწარმე ზვიად სუხიტაშვილიშ რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები მოინახულა. ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად სოფელ ჯორჯიაშვილში მდებარე ობიექტები შეუფერხებლად, სტანდარტების სრული დაცვით განაგრძობენ მუშაობას და მომხმარებელთა მომსახურებას.

ზვიად სუხიტაშვილის სუპერმარკეტში, საბითუმო ობიექტსა და აგრო-ბაზარში არცერთ სასურსათო პროდუქტზე ფასი გაზრდილი არ არის. მარაგები კი საკმარისი რაოდენებოთაა. ობიექტები სტანდარტების სრული დაცვით შეუფერხებლად განაგრძობენ ფუნქციონირებას.

“რეგიონული კვირა” სუპერმარკეტის ერთ-ერთ მომხმარებელს ესაუბრა. ლალი პაპაშვილის თქმით, აღნიშნული სასურსათო ობიექტი მათთვის ერთადერთი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
” ძალიან კარგი მომსახურება და ფასები აქვთ. ეს მაღაზია რომ არ იყოს, სად შევიძენთ პროდუქციას და სად წავალთ არ ვიცით”,- ამბობს ლალი პაპაშვილი.

თავად ადგილობრივი მეწარმე, ზვიად სუხიტაშვილი “რეგიონულ კვირასთან” ყვება, რომ არსებულ სიტუაციაში პროდუქტზე სტაბილური ფასის შენარჩუნების გარდა, მომხმარებელზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია,

„გართულებული სიტუაციის დროს ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის რომ პროდუქცია საკმარისი რაოდენობით ყოფილიყო. ვეცადეთ ფასები არ მოგვემატებინა პროდუქციაზე და მომსახურების დონეც აგვემაღლებინა, იმიტომ რომ ხალხის მდგომარეობაში შევდივართ მაქსიმალურად”, -ამბობს სუხიტაშვილი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ქორიძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად, ფასებისა და პროდუქტების მარაგების მონიტორინგს ახორციელებს.
„გავეცანით ადგილზე სიტუაციას, სასურსათო მარაგი საკმარისზე მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი. მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. პროდუქტების მარაგი არის დავათვალიერეთ საწყობი. საკმაოდ დიდი მარაგია ნებისმიერი პროდუქტის და არც იმის პრობლემაა, რომ მომავალში რაიმე პროდუქტზე დეფიციტი შეიქმნას. რაც შეეხება ფასებს, თეთრიწყაროს მერია პერიოდულად, აწარმოებს მონიტორინგს და მეწარმეების განცხადებით, ლარის მერყევი კურსი დოლართან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში იწვევს იმპორტირებულ პროდუქტზე ფასის ცვლილებას, რაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის განპირობებული, თუმცა ძირითად 9 პროდუქტზე ფასი უმნიშვნელოდ არის გაზრდილი”,- განაცხადა გიორგი ქორიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები