აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, პაციენტი საკარანტინო ზონიდან იქნა გადაყვანილი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, დაინფიცირებული 60 წლამდე ქალია, მას თურქეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ამ ეტაპზე მხოლოდ ტემპერატურა აღენიშნება.

ამ დროისთვის, აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 8 პაციენტი მკურნალობს. Covid- 19- ისგან განიკურნა ერთი, მან ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკა გუშინ დატოვა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 28 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები