ბიზნესომბუდსმენი “StopCoV ფონდის” ყველაზე მსხვილი შემომწირველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი “StopCoV ფონდის” ყველაზე მსხვილი შემომწირველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, “StopCoV ფონდში” უკვე 22 მილიონ 800 ათასი ლარია მობილიზებული.
“3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ  #StopCoV ფონდში ყველაზე მსხვილი შემოწირულობები განახორციელეს: მაგთიკომმა (3 მლნ ლარი); კავკასუს ონლაინმა (1 მლნ ლარი); “არ ემ ჯიმ” (1 მლნ ლარი); სილქნეტმა (1 მლნ ლარი); თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (1 მლნ ლარი); სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (1 მლნ ლარი) და ფიზიკურმა პირმა ირაკლი გილაურმა (1 მლნ ლარი).
COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში უკვე 22 მილიონ 800 ათასი ლარია მობილიზებული.
ჩარიცხვა ყველას შეუძლია, https://stopcov.ge/ka/Fund
​მადლობა ერთიანობისთვის”,-აღნიშნულია ბიზნესომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები