ჯანდაცვის სამინისტრო: კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა კონტაქტი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა ჰქონდა, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

უწყებაში აცხადებენ, რომ ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთნება. ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის, ყველა კონტაქტი, რომელსაც მასთან შემხებლობა ჰქონდა, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან”, – აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები