რომან კაკულია ბიზნესმენებს მიმართავს: ყოველი სამსახურიდან გაშვებული ადამიანის მხარდაჭერისათვის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება, დააკლდება იმავე ბიზნესების მომავალი განვითარების პერსპექტივას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „დღის კურიერის” ეთერში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ ისაუბრა.

რომან კაკულიას თქმით, – „ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, როდესაც ეკონომიკაზე ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, ეკონომიკა ყველაზე მარტივი განმარტებით ნიშნავს დოვლათის დაგროვების და შემდეგ მისი განაწილების მეცნიერებას, ამიტომ ვინც მარტო იმაზე საუბრობს რა უნდა გავანაწილოთ, ის ან უბრალოდ პოპულისტია, ან არაპროფესიონალი.

მთავარი გამოწვევა დღეს არის ის, რომ არაპროგნოზირებადია საბიუჯეტო შემოსულობები, რომელიც დარჩენილია და რომელსაც ბიუჯეტი მიიღებს. როდესაც ვამბობთ, რომ გვაქვს 14 მილიარდიანი ბიუჯეტი, არ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის დასაწყისში ეს თანხა მომენტალურად შეივსო. ბიუჯეტის შევსება დამოკიდებულია და გათვლილია მთელი წლის შემოსულობებზე. ამას ეფუძნება სწორედ, სიფრთხილე და გარკვეული ტიპის გახანგრძლივება ვადაში, გადაწყვეტილებებისა თუ რაში რა უნდა დაიხარჯოს”.

დეპუტატის განმარტებით, როდესაც ქვეყნები კრიზისში შედიან, მათ აქვთ სამი ტიპის სცენარი, ცუდი, საშალო და კარგი, -„ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ, რომ როდესაც უკეთესი მდგომარეობა იქნება, დამატება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ წინასწარ რომ დაიგეგმები და მერე რესურსი აღარ გექნება, ცხადია ვერ განახორციელებ გეგმას. აქედან გამოვდივართ ჩვენც, ხელისუფლების გადაწყვეტილებების ლოგიკაც ეს არის.

პირველ რიგში ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, საერთშორისო ვაჭრობა უნდა იქნას მხარდაჭერილი, ამის მნიშვნელობას ყველა ხედავს ახლა. მხარდაჭერა სჭირდება ლიკვიდობის პრობლემას, ანუ მხარდაჭერა, ბიზნესისადმი განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში, ეს არის სასტუმროები და მასთან დაკავშირებული ბიზნესები. ასევე, ყველა იმ ბიზნესისათვის, ვინც დღგ-ს გადამხდელია”.

რომან კაკულია აცხადებს, რომ მეტი აქცენტის გაკეთება იმ ადამიანებზე, ვინც დარჩება უმუშავარი, იყო სწორი გადაწყვეტილება. –„აქვე, ერთი რამ მინდა ვუთხრა ბიზნესმენებს: ყველა ის თანხა, რომელსაც მთავრობა დახარჯავს თქვენ მიერ გაშვებული ადამიანების მხარდაჭერისათვის, დააკლდება თქვენივე ბიზნესების მომავალი განვითარების პერსპექტივას. იმიტომ, რომ მთავრობას დიდი არჩევანი არ აქვს. თვითუზრუნველყოფისათვის რაც სჭირდება ქვეყანას პროდუქტები, ამაზე გაკეთდება წარმოების აქცენტები და „აწარმოე საქართველოში” და საკრედიტო-საგარანტიო ფონდი, რომლის ამოქმედებაზეც წლებია ჩვენ ვსაუბრობდით და ამის დახვეწის პროცესშიც ვიყავით. ცხადია, ახლა ყველაზე კარგი ინსტრუმენტი იქნება სათანადო საგარეო მხარდაჭერის პირობებში, მიზნობრივი დახმარების გაწევა შევძლოთ ამ საწარმოებისათვის. ეს არის პროცესი, რომელიც მიდის. მეორეს მხრივ, დაკონკრეტება კიდევ, თუ ვის და რა სახის დახმარება სჭირდება, ამოქმედებულია კომუნალური გადასახადების შეღავათები, ეს პროცესიც პარალელურად წავა და, რა თქმა უნდა, აქ მთავარი ლოგიკა სამართლებრივი პრინციპის დაცვა იქნება” -განაცხადა დეპუტატმა „დღის კურიერში” ჩართვისას.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები