მაგისტრალებზე უამინდობის გამო შეზღუდვებია

    საქართველოს მაგისტრალებზე უამინდობის გამო, გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება. კობი-გუდაურისა და ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებით მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები. ნაქერალას საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორისა და ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით კი, გადაადგილება აკრძალულია ტრაილერებისთვის. რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, იქ ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. გომბორი-თელავის გზაზე კი გადაადგილება აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის კი მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები. რაც შეეხება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას, აქ ამ ეტაპზე შეზღუდვები მოხსნილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, მობილიზებულია სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზები პირადად მოინახულა და იქ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების პროცესს გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები