ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ დღეს დილით, აღმოსავლეთ სანაპიროდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რაკეტა წყნარი ოკეანის მიმართულებით იქნა გაშვებული, თუმცა დამატებითი, მათ შორის რაკეტის ტიპი და ფრენის მანძილი, ამ დროისთვის ზუსტდება.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში არ ჩამოვარდნილა და მოსახლეობისთვის საფრთხე არ შექმნილა.

ჩრდილოეთ კორეის მორიგი სარაკეტო გამოცდა მას შემდეგ განხორციელდა, რაც რეგიონში გაიზარდა დაძაბულობა პიონგიანგის ბირთვული პროგრამისა და აშშ–სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფონზე.

ვაშინგტონი, ტოკიო და სეული ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქმედებები არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები