“ნოვა” პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარს გამოყოფს
“ნოვა” უერთდება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. კომპანია ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს 50 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურას შეუძენს.
თბილისის კათარზისს, რომელიც დღეში 340 ხანდაზმულს უზრუნველყოფს საკვები პროდუქტებით, 10 000 ლარით, ხოლო “ბერი ანდრიას ფონდს”, რომელიც სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უანგაროდ ეხმარება 5000 ლარს გამოუყოფს.
როგორც “ნოვას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად აბულაძემ განაცხადა, “ნოვა” აცნობიერებს პასუხისმგებლობას ქვეყნის, თავისი მოსახლეობისა და იმ ფონდების წინაშე, რომლებიც მუდმივად გრძნობენ მხარდაჭერას “ნოვას” მხრიდან.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადგომა ისეთი მძიმე სიტუაციის დროს, როგორშიც დღეს აღმოვჩნდით. მზად ვართ, ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით და, რაც მთავარია, ვიზრუნოთ “ნოვას” თანამშრომლებზე, რომელთა რაოდენობა 480-ს შეადგენს. ჩვენთვის, ასევე, დიდი გამოწვევაა, შევინარჩუნოთ გუნდის თითოეული წევრი”, – განაცხადა ზვიად აბულაძემ.
R