ანდრია ჯაღმაიძე: სასულიერო პირები სააღდგომო მსახურების შესრულებასთან დაკავშირებით ნაადრევ განცხადებებს ნუ გააკეთებთ

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირებს მოუწოდებს, რომ აღდგომის მსახურების შესრულებასთან დაკავშირებით ნაადრევი განცხადებები არ გააკეთონ.

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, საპატრიარქო მუდმივ კონტაქტზეა შესაბამის უწყებებთან და ცდილობს, ადეკვატურად იმოქმედოს.

“ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობ, ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას, რადგან ამან არ გამოიწვიოს გაუგებრობები. ვითარება ყოველწუთიერად იცვლება, ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან. ვცდილობთ ადეკვატური რეაგირება გვქონდეს შექმნილ ვითარებაში.
​ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა, მეორე მხრივ კი უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სარწმუნოებრივ ცნებებს.
რთულ ვითარებაში ვართ და სიფრთხილე გვმართებს განცხადებების გაკეთების დროს”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები