აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინე ზონას 15 პირი დატოვებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინე ზონას 15 პირი დატოვებს.
მათივე თქმით, ამ დროისთვის კარანტინში დაახლოებით 2000-მდე ადამიანი იმყოფება.
“დღეს, კარანტინში დაახლოებით 2000-მდე პირი იმყოფება, 50-ზე მეტ მოქალაქეს დაუსრულდა საკრანტინო პერიოდი და უკვე დატოვა საკარანტინე ზონა. ასევე, თვითიზოლაციაშია 70-ზე მეტი მოქალაქე”- განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, აჭარაში სულ 12 საკარანტინე სივრცე მოქმედებს.