მაღალმთიან აჭარაში აპრილის თოვლი მოვიდა (ფოტოები)
ხულოს მუნიციპალიტეტში აპრილში თოვლი მოვიდა. უხვი ნალექის მოსვლა არავის გაკვირვებია, რადგან ეს აქ უჩვეულო მოვლენა არც მაშინაა, როცა აპრილის ბოლოს სხვადასხვა ხე-მცენარის ყვავილობა იწყება.
ხულოს მცხოვრებლები ,,რეგიონულ კვირასთან“ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ბუნების განსაკუთრებულ სილამაზეზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ატმის ყვავილებისა და თოვლის სისპეტაკის ერთმანეთთან შერწყმა განსაკუთრებულ კომპოზიციას ქმნის.
“ერთდროულად ულამაზესი სანახაობა და შეგრძნებაა, როცა ყლორტებზე პატარა ყვავილებს ხედავ და შორიახლოს დიად მთებზე თოვლი დევს. ბუნების ეს საოცარი თვისება მხოლოდ ადგილობრივებისთვის არ არის შთამბეჭდავი. როცა ფანჯარას აღებ და ნიავს ატმის ყვავილების სურნელი მოაქვს, სახლში კი ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს – აქ უნდა ცხოვრობდე, რომ დიდხანს ბედნიერად იცოცხლო“, – აღნიშნავენ ადგოლობრივები.
ფოტოები: ირაკლი ჯორბენაძე