Talking Shorts – „ხმა მიეცით თქვენს ფავორიტ ფილმს“

ეროვნული კინოცენტრი შინ დარჩენილებს კინოფესტივალ Talking Shorts-ის ონლაინსაყურებლად იწვევს.
„გგონიათ საგანგებო მდგომარეობის დროს კინოფესტივალები არ ტარდება?
ადევნეთ თვალი My Darling Quarantine Short Film Festival-ს, უყურეთ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ონლაინ და მიეცით ხმა თქვენს ფავორიტ ფილმს.
პარალელურად, ამავე ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ დონაცია კინოსექტორში დასაქმებული იმ ადამიანებისთვის, ვინც არსებული მდგომარეობის გამო სამსახური დაკარგა“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქგვერდზე.
Talking Shorts – მოკლემეტრეჟიანი ფილმების ონლაინჟურნალია. ფესტივალის მიზანია ფართო დისკურსის შექმნა ხელოვნებაზე.
კინოფესტივალში მონაწილეობს შვეიცარიის, ფინეთის, ირლანდიის, საფრანგეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნის ფილმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები