მარინა ეზუგბაია: სავარაუდოდ, კორონავირუსი ბათუმიდან გადმოყვანილი მოზარდის მშობელსაც დაუდასტურდება
“ჩვენთან კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გუშინ შემოვიდა. ერთ-ერთი მოზარდია ბათუმიდან, რომელიც მშობელთან ერთად მოვიდა, მშობელს დადასტურებული არ აქვს, თუმცა მასაც კლინიკური ნიშნები აქვს და დაუდასტურდება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მათ კლინიკაში 36 პაციენტი მკურნალობს.
“ჩვენთან 4 ახალი შემთხვევა გუშინ შემოვიდა. ერთ-ერთი მოზარდია ბათუმიდან, რომელიც მშობელთან ერთად მოვიდა. მშობელს დადასტურებული არ აქვს, თუმცა მასაც კლინიკა აქვს და დაუდასტურდება, შემოსული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ და იმის მიხედვით, შეფასდება მათი საერთო ზოგადი მდგომარეობა.
დაინფიცირების წყაროს რაც შეეხება – ერთი სომხეთიდან შემოსულია, ორი საფრანგეთიდანაა შემოტანილი, მეოთხე პაციენტის წყარო, ჯერჯერობით, ბოლომდე მოძიებული არ არის, თუმცა იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა.
ამ ეტაპზე, ჩემთან 36 პაციენტი იმყოფება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.