გიორგი ჯირკვალიძე: ეკონომიკურ დოვლათს მე ვქმნი, მაგრამ, ვმუშაობ მხოლოდ შენთვის

კომპანია „აქვა გეოს“ გენერალური დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მაშინ, როცა მწარმოებლები რის ფასად ვინარჩუნებთ სამუშაო პროცესს, რათა ეკონომიკა სულ არ გავაჩეროთ; მაშინ, როცა ვინარჩუნებთ სრულად კადრებს, როცა ვიღებთ ვალდებულებას, რომ მათი პირვანდელი ხელფასები იყოს შენარჩუნებული; მაშინ, როცა ასეთი დევალვაციის ფონზე ერთადერთ გამოსავალზე უარს ვამბობთ და ვინარჩუნებთ პროდუქციაზე პირვანდელ ფასს;  კიდევ უამრავი „მაშინ როცა“ და მიზეზია და აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას. ხოდა აი ამ ყველაფრის ფონზე ზოგიერთი სავაჭრო ქსელიდან (შეგნებულად არ ვასახელებ) მოთხოვნა მოთხოვნაზე მოდის, რომ გამოგონილი გადასახადები გადავიხადოთ (არც ამას არ დავასახელებ, მიხვდებიან მწარმოებლები). ცოტა უხერხული მეჩვენება მართალი გითხრათ ამ დროს ძველებურად თაფლში და კომფორტის ზონაში დარჩენა.  მაშინ, როცა ათჯერ მეტი მარჟა გაქვს მწარმოებელზე, შესვლის, თაროს და კიდევ რამდენი გადასახადი და ამ დროს ეკონომიკურ დოვლათს მე ვქმნი, მაგრამ ვმუშაობ მხოლოდ შენთვის”, – წერს  გიორგი ჯირკვალიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები