პაატა იმნაძე: სისხლის პლაზმით მკურნალობა მიღებული მეთოდია, მაგრამ ამისთვის ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლია საჭირო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა ინაძის განცხადებით, გამოჯანმრთლებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი საქართველოში ცნობილია და ამ მეთოდის გამოყენებაზე ინფექციონისტები ფიქრობენ.
ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი. საქართველოში ეს მეთოდი ჩვენ გამოყენებული გვაქვს. ძველადაც იყენებდნენ, მაგრამ ბოლოს მძიმე დაავადების დროს იყო, როდესაც ყირიმ-კონგოს ცხელების დროს ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენა. ჩვენი ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ მაშინ, რადგან ჩვენთან ასეთი ავადმყოფი ჯერ არ იყო.

ამას სჭირდება რა? რომ ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი უნდა გვქონდეს, რათა შემდეგ ეს გამოივიყენოთ ახალ მძიმე პაციენტებზე. ეს მეთოდი ცნობილია, ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ, მაგრამ ყოველთვის უკეთესია, მკურნალობის შესახებ კითხვები დაუსვათ ინფექციონისტებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები