“პროტოკოლი იწერება, რომ ბანოჯაში, ზემო მაჩხაანში ან ჩემი მშობლიური სოფლის, გვიმბალაურის ექიმმა ერთნაირად შეხედოს ერთნაირ საქმეს”

“პროტოკოლი იწერება იმისათვის, რომ ბანოჯაში მყოფმა ექიმმა, ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმა ან ჩემი მშობლიური სოფლის, გვიმბალაურის ექიმმა ერთნაირად შეხედოს ერთნაირ საქმეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ 1 000-ექიმიდან 990 დაიცავს პროტოკოლს, ეს ნიშნავს, რომ 90%-ით მაინც ვართ დაზღვეულები.
“არსებობს ასეთი ცნება, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა. ამ მედიცინის საფუძველზე იწერება ხოლმე გაიდლაინები, ამის საფუძველზე იწერება პროტოკოლები. პროტოკოლი იწერება იმისათვის, რომ ბანოჯაში მყოფმა ექიმმა, ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმა ან ჩემი მშობლიური სოფლის, გვიმბალაურის ექიმმა ერთნაირად შეხედოს ერთნაირ საქმეს.
სისტემა თუ არ არის, ისე არაფერი გამოვა. 1 000-ექიმიდან 990 როდესაც დაიცავს პროტოკოლს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაზღვეული ვართ 90 პროცენტით მაინც. როდესაც ყველა თავის ჭკუაზე აკეთებს რაღაცას, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს. ეს არის ანაბანა, ვინც ერკვევა, რას ნიშნავს პროტოკოლები, ეპიდემიოლოგია და ასე შემდეგ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები