“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით მათ კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მისივე თქმით, პაციენტს პნევმონია აღენიშნება.

“შემოსულია ჩივილებით – საერთო სისუსტე, ცხელება, ყელის ტკივილი, ჩატარდა კლინიკო ლაბორატორიული კვლევები, გამოძახებულ იქნა ლუგარის ლაბორატორია, ჩატარდა კვლევა და კორონავირუსზე მივიღეთ დადებითი პასუხი. მას შემდეგ ეს პაციენტი სპეციალურ პალატაშია მოთავსებული, მიმდინარეობს მკურნალობა დამტკიცებული გაიდლაინის მიხედვით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, აღენიშნება პნევმონია.

კლინიკის გადაკეთება ფუნქციურად ცხელების ცენტრად 28 მარტს ბრძანებით მოხდა, სხვა პაციენტების მიღება ჩვენთან შეჩერებულია, ზოგადი სომატური პაციენტების, ვიღებთ მხოლოდ დაუზუსტებელი ცხელებით პაციენტებს, ხდება მათი გამოკვლევა”, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები