პეტერბურგში მღვდელი ეპარქიისგან სასულიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს – ის კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციას არ იზიარებს
პეტერბურგში მღვდელმა რუსეთის პეტერბურგის ეპარქიას მისთვის სასულიერო ხარისხის ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართა.
ვლადისლავ ანციბორის თქმით, ის კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციას არ იზიარებს.
“გუბერნატორმა განკარგულება გასცა, რომ ტაძრებში სიარულისგან ყველამ თავი შეიკავოს, ეკლესია კი პასუხობს: “არა, ყველამ იარეთ”. ამაში არ არის აუცილებლობა, თუ ადამიანი არ დადის, ლიტურგია ხომ მაინც ტარდება. თუ ვინმე ავად არის, მისი ზიარება სახლის პირობებშიც შეიძლება. სხვაგვარად იყავით სახლში. სახლში ილოცეთ, წიგნები წაიკითხეთ. რა საჭიროა ხალხის შეგროვება? კი, გვაქვს განსაკუთრებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესები, ერთჯერადი ხელსახოცები. თუ რამეა, სადმე ქუჩაში გავმართავთ ლიტურგიას. მაგრამ ეს ხომ მაინც არის ადამიანების მასობრივი თავშეყრა. ჩვენი მრევლი კი, ძირითადად, ხომ ასაკოვანი ხალხია. ვფიქრობ, ეს დანაშაულებრივი უგულებელყოფაა, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ მრევლს საფრთხის წინაშე აყენებ”, – თქვა სასულიერო პირმა.