ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მას ტემპერატურა და მსუბუქი პნევნონია აღენიშნება.
როგორც მედიკოსები ამბობენ, მას ვირუსი იმ პაციენტისგან გადაედო, რომელიც კორონავირუსზე ანალიზის ჩატარებაზე უარს აცხადებდა.
ექთანი ბათუმის ,,მედალფას” კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.
რაც შეეხება 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას – იგი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.
როგორც ,,მედალფას“ დირექტორმა ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადა, მამაკაცს თანმხლები დაავადებაც აქვს.

ბათუმში კორონავირუსზე კვლევა კიდევ 20 პირს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 8 პაციენტი მკურნალობს. საკარანტინე ზონაში კი 2000-მდე პირი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 22 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5783 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში დაკვირვების ქვეშ კი 301 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები