მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“დაგვემატა ერთი მძიმე პაციენტი, რომელიც როცა შემოვიდა, იყო უფრო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება – მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, მძიმეა, მაგრამ არა – კრიტიკული. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, ამ 4-დან 2 გვყავს კრიტიკული, რომელთა სტაბილიზირება ჯერ ვერ მოხერხდა, დანარჩენი 2-ის სტაბილიზაცია არის და კიდევ რამდენიმე დღეს დავაკვირდებით და შემდეგ, ალბათ, ვიტყვით პროგნოზულად, გამოსავალი როგორი გვექნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები