მარინა ეზუგბაია: ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 22 ადამიანი გვყავს

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსისგან, ჯამურად, 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„დაგვემატა ერთი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელმაც გუშინ დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენს კლინიკას უკვე ჰყავს 19 გამოჯანმრთელებული პაციენტი, სამი არის საჩხერეში. ჯამურად, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 22 პირია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის ​კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები