“ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს პაციენტზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც უმძიმესი იყო, გახარებულები ვართ, რადგან ასეთი რთული პაციენტების გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია”

“ველოდებით კორონავირუსის მეორე უარყოფით პასუხს პაციენტზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც უმძიმესი იყო, გახარებულები ვართ, რადგან ასეთი რთული პაციენტების გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტი ბელგიიდანაა ჩამოსული.

„რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელსაც გუშინ ავუღეთ ტესტი და იყო უარყოფითი – პირველად შემოყვანილი, 15-ში შემოყვანილი პაციენტია, ძალიან გვიხარია. დღეს ავიღეთ მეორე ტესტი და პასუხს ველოდებით საღამოს. ბელგიიდან ჩამოსულია, ასეთი ისტორია აქვს მას. იყო უმძიმეს მდგომარეობაში მორბიდული სიმსუქნით, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დიაბეტით – ისე რომ, თითქმის იმედი არ იყო, მაგრამ ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ასეთი რთული პაციენტების გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია. ველოდებით მეორე უარყოფით პასუხს“ , – განაცხადა ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები