ბორჯომში ავტომოსაცდელებთან სადეზინფექციო სითხის აპარატები დამონტაჟდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქში არსებულ ავტომოსაცდელებზე სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა. ქალაქის ქუჩების რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველ დილით სპეციალური ხსნარებით მუშავდება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, სანაგვე ურნები და ა.შ. დეზინფექცია უტარდება ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და მათ გარე სივრცეებს. სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები მერიის ა(ა)იპ სამსახურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები