სოციალური აქციის ფარგლებში, სოფელ წყაროთის მოსახლეობას სურსათი გადასცეს
კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, სახელმწიფოსთან ერთად მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულები და თავიანთ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიმდინარე აქციაში შუახევის მკვიდრი, ასლან მჟავანაძე ჩაერთო და მუნიციპალიტეტს პირველადი საჭიროების სურსათი გადასცა, რომელი სოფელ წყაროთის მოსახლეობას შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანზორ ბოლქვაძესთან ერთად გადასცა.
“შუახევის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, ვინც წვლილი შეიტანა მოსახლეობის კეთილდღეობაში. გვჯერა, ერთად დავამარცხებთ კორონავირუსს და ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით დავძლევთ”, – აღნიშნულია შუახევის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.