სალომე ზურაბიშვილი: არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა

“არ გვაქვს უფლება  დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა. ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს.

“რაც  უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა.
საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, 70-წლიან საბჭოთა ციხეგამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლებისა და ერთიანობის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.
ნათელში იყოს მისი სული!
ქართველმა ერმა კი არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!”, – წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები