ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში მყოფი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, იმედი გვაქვს, რომ კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ვლინდება.
რაც შეეხება ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რატიანის თქმით, ის ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან შესაბამისობაშია.
“ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელება არ ჰქონია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ვლინდება, ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი და შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში ეს პაციენტი კლინიკას დატოვებს”, – განაცხადა რატიანმა.